აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს მეთოდი ითვალისწინებს რკინიგზაზე, რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში.
გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს მიღებას მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - ლოკომოტივის მართვასა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკაზე.
კოლეჯში ღია კარის დღეები 29 მარტსა და 5 აპრილს გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის შესახებ.
მისამართი: თბილისი, თემქის მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).
[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია